ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გრასერი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მხარეები თანხმდებიან ერთობლივად შეიმუშაონ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასა და დარგის განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ შტაინბასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და პროფესორი კლაუს ჰიპი.
2024 წლის 13 თებერვალს „კორუფციის წინააღმდეგ ბროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით, განხორციელდა 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა. თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფილია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ შერჩეულ თანამდებობის პირთა სია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები განიხილეს. რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის მმართველობის უფროსი სპეციალისტი, დანიელა ფელკმანი; მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის (აღმოსავლეთი) მმართველობის გლობალური პრაქტიკის მენეჯერი ადრიან ფოზარდი; მსოფლიო ბანკის მმართველობის დარგში უფროსი სპეცილიასტი ანძს უბელისი; მსოფლიო ბანკის საჯარო სექტორის უფროსი სპეციალისტი, კლაუს დეკერი; მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი, ირინა გორდელაძე.
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს შეხვდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციის მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ