ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კერძო სექტორში გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებას. მემორანდუმის მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განსაზღვრა.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს არჩევნებზე დაკვირვებისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ბიუროს უფროსის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გააუმჯობესებს არსებულ საკანონმდებლო მექანიზმებსა და მეტად ეფექტურს გახდის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესს. ასევე, ხაზი გაესვა ბიუროს აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიებთან. აღინიშნა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვნება. მხარეებმა ისაუბრეს ანტიკორუფციული ბიუროსა და ევროპის საბჭოს პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან მურადაშვილი; ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლირი კოპაჩი-დი-მიქელე; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრანკ დეშლერი; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში სვეტისლავ პაუნოვიჩი.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სტუდენტები გაეცნენ ანტიკორუფციული ბიუროს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2024 წლის განმავლობაში, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ შერჩეული შესამოწმებელი თანამდებობის პირები
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა