პარლამენტის,საკრებულოების შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი

9 ოქტომბერი, 2020

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის N2915/21 ბრძანების შესაბამისად

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია:

  • გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი (საბანკო ანგარიში) რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
  • დაუყოვნებლივ წარმოადგინოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტერის შესახებ ინფორმაცია;
  • დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია ან დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი, ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში.

საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშის (ფორმები) წარმოდგენის გრაფიკი

საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში:

  • ინფორმაცია მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით - 24 სექტემბერს;
  • ინფორმაცია 22 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით - 15 ოქტომბერს;
  • ინფორმაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 5 ნოემბერს;
  • ინფორმაცია 01 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - წარმოდგენილ უნდა იქნეს 12 ნოემბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
  • 01 სექტემბრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
  • მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე - პირველი ტურის კენჭისყრის დღის (31 ოქტომბრის) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
  • 01 სექტემბრიდან არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).

მხოლოდ საკრებულოს შუალედურ და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში:

  • ინფორმაცია მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით - 15 ოქტომბერს;
  • ინფორმაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 5 ნოემბერს;
  • ინფორმაცია 11 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - წარმოდგენილ უნდა იქნეს 12 ნოემბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
  • 11 სექტემბრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
  • მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე - პირველი ტურის კენჭისყრის დღის (31 ოქტომბერი) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
  • 11 სექტემბრიდან არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).

ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე Documents@sao.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) - ელექტრონული ფოსტის მისამართზე – monitoring@sao.ge

ანგარიშგების ფორმები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.monitoring.sao.ge დეკლარაციების განყოფილება - დეკლარაციის ფორმები:

 

  • დამოუკიდებელი კანდიდატის საფინანსო დეკლარაციის ფორმე%E