ევროპის საბჭოს ახალი საარჩევნო პროექტი საქართველოში

12.07.2016 05:00:00

დღეს, 12 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია,   საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა  და  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი ევროპის საბჭოს ახალი პროგრამის ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტის ძირითადი მიზნებია: საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დახმარების გაწევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადება არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით.

ღონისძიება  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში,  კრისტიან ურსემ გახსნა.

პროექტის პრეზენტაციის შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით  გაიმართა მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელიც პროექტის სტრატეგიული ხელმძღვანელობის მიზნით იქნა ფორმირებული.

შეხვედრას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,  თამარ ჟვანია ესწრებოდა.