შეხვედრა მედიასთან: წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესები და დარღვევები

02.09.2016 08:40:00

დღეს, 2 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გენერალურმა აუდიტორმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში  მიმდინარე პროცესებისა და პოლიტიკური დაფინანსების კუთხით გამოვლენილი დარღვევების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ ეტაპისთვის შესწავლილი საკითხების შესახებ, მათ შორის:

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის მიერ პედაგოგების უფასო გამოკვლევების შესახებ ჩატარებული ღონისძიება; „საქართველოს პატრიოთა ალიანსის“ მიერ მიღებული აკრძალული შემოწირულება; პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ 4 პირისგან მიღებული უკანონო შემოწირულება; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი.

შეხვედრაზე მედიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმ საარჩევნო სუბიექტების შესახებ, რომელთა მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დეკლარაციების წარმოუდგენლობის გამო. 

იხ. ვიდეო

იხ. რადიო

იხ. ინტერნეტი