სამუშაო შეხვედრა ელექტრონული პროგრამების გამოყენების საკითხებზე

23.09.2016 04:00:00

21-22  სექტემბერს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის  სამუშაო შეხვედრა  და  კონსულტაციები  გაიმართა  ელექტრონული   პროგრამების  გამოყენებასთან  დაკავშირებით.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) ერთობლივი  ორგანიზებით განხორციელდა, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლანდიელი და ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტს საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.