მონიტორინგის სამსახურის ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე იბარებს

29.09.2016 05:00:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სამსახური გამოკითხვაზე მობრძანებას სთხოვს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.

ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა მის იურიდიულ მისამართზე და საჯარო განცხადებითაც ვთხოვთ მას მობრძანდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.