„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის პრეზენტაცია

06.10.2016 06:00:00

დღეს, 6 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია   „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით  2016 წლის ანგარიში  წარადგინა,  რომელშიც მოცემულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში  სხვა საკითხებთან ერთად  გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელებული  შემოწირულებები.

აღნიშნულ  დოკუმენტში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა დადებითად არის შეფასებული: - 2016   წელსაც  აუდიტის  სამსახურის საქმიანობა   კვლავ დადებითად  შეიძლება შეფასდეს, - მთითებულია  ანგარიშში.  აღსანიშნავია, რომ  მსგავსი პრეტენზიები აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ნაკლებად იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშნელოვანად თვლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“  მიერ მომზადებულ ანგარიშს და აგრძელებს თანამშრომლობას როგორც აღნიშნულ, ასევე არჩევნების მონიტორინგში ჩართულ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.