სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების International IDEA მიერ ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტი ტალინში

30.11.2016 07:39:00

დღეს, 30 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო დახმარებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) მიერ ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტში.

ვიზიტი დაიგეგმა ესტონეთის პარლამენტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის კომიტეტის მხარდაჭერით, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლატვიის, მოლდოვასა და უკრაინის მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ელექტრონული მმართველობისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშალებების გამოყენების გაცნობა ესტონეთის მაგალითზე, რომელსაც საქართველოც ნერგავს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის, მათ შორის საარჩევნო დახმარებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) მხარდაჭერით.