2016 წლის შემოწირულებების სტატისტიკა

10.01.2017 02:33:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს  მიღებული შემოწირულებების სტატისტიკას აქვეყნებს.

სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად,  2016 წელს  სულ შემოწირულებების სახით მიღებულია 34,465,034.50 ლარი, საიდანაც 22,995,584.00 ლარი მიღებულია „ქართული ოცნების“ მიერ.

შემოწირულებები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, ხოლო 204-ჯერ - არაფულადი შემოწირულება.

სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში  -  4,026,580.00 ლარის ოდენობით.

იხ. სრული დოკუმენტი