საკონსულტაციო შეხვედრა და პრეზენტაცია პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან

12.10.2016 02:27:00

დღეს, 12 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა „საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი და პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობის გაზრდა“, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის“ ფარგლებში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ინფორმაციები წინა საარჩევნო კამპანიის მონიტორინგთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული მაგალითები წინა საარჩევნო კამპანიის მონიტორინგთნ დაკავშირებით, ამასთან წარდგენილ იქნა პოლიტიკური ფინანსების დეკლარირების ახალი ელექტრონული პროგრამის სატესტო ვერსიის პრეზენტაცია.