რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“

20.06.2017 06:13:00

19-20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა მეორე რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“. კონფერენციის მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება, ასევე არსებული ხარვეზებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების გზებზე საუბარი. ამასთან, კონფერენცის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითი, რაც  დაეხმარება შესაბამის სტრუქტურებს, დაამყარონ საჭირო კავშირები ექსპერტებთან პოლიტიკოსებთან, დონორ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან.

აღნიშნული  რეგიონული კონფერენცია საქართველოში მეორედ ჩატარდა  და აგრძელებს  ტრადიციას, რომელიც წარმატებით დაიწყო 2016 წლის თებერვალში და არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ევროპის საბჭოს (CoE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI-Georgia), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიება.

კონფერენციაში მონაწილეობა  მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტმა  წარმომადგენელმა.

იხ.გალერეა