მონიტორინგის სამსახური კანდიდატებს რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

14.07.2017 11:06:00

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭირვალედ წარმართვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით -  N2915/21 დადგენილი წესით.

მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც  სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს 2017 წლის არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს  ფორმირებას.

ყველა დაინტერესებული პირისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები და მონიტორინგის სამსახური აცხადებს მზადყოფნას,  ნებისმიერი სახის დამატებთი ტრენინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 ტელეფონის ნომერები:

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური:

(995 32) 243-81-53 (ცხელი ხაზი);   (995 32) 243-81-54

ელფოსტა:  cpu@sao.ge;   info-cpu@sao.ge

ფინანსური დეკლარაციების ფორმები განთავსებულია ვებგვერდზე: www.monitoring.sao.ge

მისამართი:

  • თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96,  ტელ.: (99532) 243-84-38
  • ქუთაისი, 4600, ირაკლი აბაშიძის ქ. N22,  ტელ.: (99532) 243-82-82
  • ბათუმი, 6000, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლი,  ტელ.: (99532) 243-81-97

იხ.ინტერნეტ მიმოხილვა:

interpressnews