პოლიტიკური პარტიების 2017 წლის 6 თვის შემოწირულებების სტატისტიკა

18.07.2017 09:24:00

2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250,355.21 ლარი შეადგინა.

2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 131,179.00 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო. მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 47816.64 ლარით, ხოლო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის მიერ 30,000 ლარის ოდენობის შემოწირულებით მესამე ადგილზეა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 24,051.57 ლარი, ხოლო„ქართული ოცნებას“ – 8770 ლარის ფულადი და არაფულადი შემოწირულება. „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - 6000 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 720 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 691 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 607 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 500 ლარი და „საქართველო რესპუბლიკური პარტია“ - 20 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს, ხოლო დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემოწირულებების ველში (www.monitoring.sao.ge/declarations/donations) ან საძიებო სისტემის საშუალებით (www.monitoring.sao.ge)