სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

07.08.2017 11:32:00

დღეს, 7 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა,  ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  გამართა შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო   2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადების -  პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა  და  გამჭვირვალობის  მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ,  არასამთავრობო სექტორისათვის ინიციატივის გაცნობა.

აღნიშნულ შეხვედრაზე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიის შექმნის საკითხთან ერთად ასევე  განიხილეს  აუდიტის სამსახურის რეგულაციებში ცვლილებების  პროექტისა და შემოწირულებების მიმდინარე მონიტორინგის შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს სურვილს ითანამშრომლოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც საარჩევნო თემატიკით  არის დაინტერესებული  და რომელსაც საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის  საკითხებში  აქვს  გამოცდილება.

 იხ. ინტერნეტ მიმოხილვა:

იხ. რადიო

იხ. ტელევიზია