წინასაარჩევნოდ წარსადგენი ინფორმაციის გრაფიკი და ფორმები

03.11.2017 10:35:00

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ სახელმწიფო აუდიტი სამსახურში და წარმოადგინონ საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია:

  • გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
  • დაუყოვნებლივ წარმოადგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაცია საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტერის შესახებ (განცხადების ნიმუშები)
  • დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია ან დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სამკვირაში ერთხელ და არჩევნების შემდგომ წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშები (ფორმები) შემდეგი გრაფიკით:

  • მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 14 სექტემბერს;
  • 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 5 ოქტომბერს;
  • 3 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 25 ოქტომბერს;
  • 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - წარმოდგენილი უნდა იქნას 8 ნოემბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა)
  • 22 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის ჩათვლით ინფორმაცია 15 ნოემბერს (მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა)
  • 22 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა)
      • 22.08 - 01.11 პერიოდის მხოლოდ პირველ ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა
      • 22.08 – 24.11 პერიოდის მეორე ტურში გასულმა საარჩევნო სუბიექტებმა

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:

http://monitoring.sao.ge/declarations/elections/2017-local-self-governance-bodies-elections

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 

(995 32) 243-81-53 ან 243-81-54