სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

09.08.2017 06:37:00

დღეს, 9  აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის  სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა   არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან საინფორმაციო- საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო აუდიტის სამსახურის რეგულაციების ცვლილებების განხილვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის მომზადება.

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა,  ნინო ლომჯარიამ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების წარმომადგენლებთან ისაუბრა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიდგომებზე, ხოლო პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა  განიხილეს ტექნიკური საკითხები დეკლარირების  წესებისა  და  ფორმების  ცვლილებების  შესახებ.

იხ. ვიდეო

იხ. რადიო

იხ. ინტერნეტი