სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

17.10.2017 02:54:00

17 ოქტომბერს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, 9 ადგილობრივ და 3 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის  შუალედური ანგარიშის განხილვა.

 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

  1. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
  2. ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტი
  3. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  6. სამოქალაქო საზ. და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  7. დემოკრატიულ  ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  8. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  9. ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის
  10. ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები
  11. ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი
  12. თავისუფალი არჩევანი

 შეხვედრაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსახილველად წარადგინა შემდეგი საკითხები:

  1. შემომწირველების შესწავლის მიმდინარეობის განხილვა.
  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ შემოსული 15 საჩივრის/ინფორმაციის განხილვა და აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების პრეზენტაცია.
  3. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ ინფორმაციის წარმოდგენის პროცესის მიმდინარეობის შესახებ და წარმოუდგენლობის გამო, პირველ პერიოდში 37 დამოუკიდებელი კანდიდატის, ხოლო მეორე პერიოდში - 24 დამოუკიდებელი კანდიდატისა და 2 პოლიტიკური პარტიის დაჯარიმების შესახებ.
  4. წარდგენილ იქნა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზის შესახებ, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6 - კვირიან პერიოდში.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხზე, როგორც საარჩევნო ფინანსების მონიტორინგის, ასევე სამსახურის განვითარებისა და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით.

იხ. ანგარიში

იხ. ინტერნეტ მიმოხილვა: