შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

06.11.2017 07:24:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, 9 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

  1. ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტი
  2. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
  3. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
  4. სამართლიანი არჩევნები
  5. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  6. დემოკრატიულ  ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  7. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  8. ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის
  9. ახალი თაობა -  დემოკრატიული არჩევნები
  10. ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი
  11. ადამიანის უფლებათა ცენტრი

შეხვედრაზე  განხილულ იქნა  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში, მიღებული შემოწირულებებისა და ხარჯების სტატისტიკა, კერძოდ:

 

  1. ოქტომბრის თვის შემომწირველების შესწავლისა და გამოკითხვაზე დაბარების მიმდინარეობა;
  2. კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შესახებ შემოსული 17 საჩივრის/ინფორმაცია და აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები;
  3. საარჩევნო სუბიექტების მიერ ინფორმაციის წარმოდგენის პროცესის მიმდინარეობა და წარმოუდგენლობის გამო ჯამში წინასაარჩევნო პერიოდში შედგენილი 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ;
  4. საარჩევნო სუბიექტების ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, არჩევნების დანიშვნის დღიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 60 დღიან პერიოდში.

 

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხზე, როგორც საარჩევნო ფინანსების მონიტორინგის, ასევე სამსახურის განვითარებისა და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით.