სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედური არჩევნების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

30.04.2018 08:19:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ვანი-ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 28 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების ორი 3-კვირიანი პერიოდის  ფინანსური ანგარიშების მონაცემები და 26 თებერვლიდან 8 აპრილის ჩათვლით განხორციელებული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ჯამში საარჩევნო სუბიექტების მიერ დახარჯულია 500,952 ლარი:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 290,158 ლარი
  • ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 184,288 ლარი

დამოუკიდებელი კანდიდატის, ვასილ კოპალიანის მიერ დახარჯულია 4,250 ლარი, რომლის დიდი ნაწილი მიღებულია ფულადი და არაფულადი შემოწირულების სახით ვასილ ხუბუას და თავად ვასილ კოპალიანის მხრიდან.

ჯამში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 462,355 ლარი:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 258,306 ლარი
  • ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 171,151 ლარი

იხ. სრული ინფორმაცია.