სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედური არჩევნების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

04.07.2018 12:36:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ვანი-ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 28 აპრილის და ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 13 მაისის შუალედურ არჩევნებში მონაწილე სარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ანგარიშების მონაცემები და 26 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით განხორციელებული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ჯამშიპოლიტიკურიპარტიებისმიერდახარჯულია 1,201,061ლარი:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 768,761 ლარი
  • ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 336,585 ლარი
  • თავისუფალი საქართველო - 42,499 ლარი
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები - 27,379 ლარი
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - 21,587 ლარი

დამოუკიდებელი კანდიდატის, ვასილ კოპალიანის მიერ დახარჯულია 4,250 ლარი, რომლის დიდი ნაწილი მიღებულია ფულადი და არაფულადი შემოწირულების სახით ვასილ ხუბუას და თავად ვასილ კოპალიანის მხრიდან.

ჯამშიპოლიტიკურიპარტიებისმიერმიღებულმაშემოსავალმაშეადგინა 1,087,499ლარი:

  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 624,861 ლარი
  • ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 371,158 ლარი
  • თავისუფალი საქართველო - 29,278 ლარი
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები - 29,876 ლარი
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - 27,876 ლარი

იხ. სრული ინფორმაცია.