სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება

02.08.2018 11:31:00

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით.

მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკოში რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტელეფონის ნომერები:
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი
2 43-81-53 (ცხელი ხაზი); 2 43-81-54

ელ.ფოსტა: monitoring@sao.ge 
ფინანსური დეკლარაციის ფორმები განთავსებულია ვებ.გვერდზე: www.monitoring.sao.ge