აგვისტო-სექტემბრის პერიოდის შემოწირულებების სტატისტიკა

14.09.2018 10:46:00

2018 წლის 1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 770,146 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი შემოწირულება - 345,476 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 293,156 ლარით, ხოლო სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზეა 109,021 ლარის შემოწირულებით.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემოწირულებების ველში (www.monitoring.sao.ge/donations) ან საძიებო სისტემის საშუალებით (www.monitoring.sao.ge)