22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 830 000 ლარზე მეტი დახარჯეს

28.09.2018 03:35:00

2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებულმა ხარჯმა ჯამში 830,838 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ხარჯი - 344,618 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაწია, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 198,631 ლარით.

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ადგილზეა 29,742 ლარის ხარჯით.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულებებს, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ხარჯს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ (monitoring.sao.ge/declarations/elections/2018-president-elections)