დროებითმა საკონსულტაციო კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ იმსჯელა

20.11.2018 06:02:00

პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითმა საკონსულტაციო კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მესამე სამუშაო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ინფორმაცია, პირველი ტურის შემდეგ მიმდინარე პროცესებზე, შემოსული საჩივრებისა და მომართვების მდგომარეობასა და სტატუსზე, ასევე სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამასთანავე, ინფორმაცია გაცვალეს საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებების, პირველი ტურის ხარჯებისა და შემოსავლების, მეორე ტურის დეკლარაციების გრაფიკის და მედია-მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საკითხების შესწავლის მიმდინარეობასა და სხვა საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრაში 12 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის და სადამკვირვებლო სტატუსით მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES); „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.