1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 25 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს და 24 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

18.01.2019 06:28:00

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 25,397,818 ლარს, გაწეული ხარჯი კი  24,711,584 ლარს.

ანგარიში მოიცავს საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ხარჯებსა და შემოსავლებს 01 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯარიმის დაკისრების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 შემთხვევაზე მიმართა, საიდანაც 5-ზე სასამართლოს უკვე მიღებული აქვს  გადაწყვეტილება.

იხილეთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში: https://monitoring.sao.ge/declarations/elections/2018-president-elections