საკონსულტაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

01.03.2019 01:28:00

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ორგანიზებით კაჭრეთში საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან  2 დღიანი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები და გატარებული ღონისძიებები გააცნეს. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საარჩევნო პროცესში არსებული გამოწვევები  და სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან „ევროპის საბჭოს“ და  „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ ( IFES) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.