შუალედური არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი

09.09.2019 11:20:00

2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს დროულად დარეგისტრირდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით. 

აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად ყველა საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია:

  • გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
  • დაუყოვნებლივ წარმოადგინოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტერის შესახებ ინფორმაცია
  • დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია ან დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში

წარმოადგინოსსაარჩევნოპერიოდისანგარიშებიშემდეგიგრაფიკით

  • ინფორმაცია  მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბის ჩათვლით  - 30 სექტემბერს;
  • ინფორმაცია 27 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით  - 21 ოქტომბერს;
  • ინფორმაცია 18 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით - 30 ოქტომბერს;
  • ინფორმაცია 6 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით - წარმოდგენილ უნდა იქნეს 14 ნოემბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
  • 6 სექტემბრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).

დეკლარაციები წარმოდგენილი უნდა იქნას წერილობით მითითებული ოფისის მისამართზე და ელექტრონული ფორმით (Excel) - ელექტრონული ფოსტის მისამართზე – monitoring@sao.ge

ანგარიშგების ფორმები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://monitoring.sao.ge/declarations/forms

დამოუკიდებელი კანდიდატის საფინანსო დეკლარაციის ფორმები

პოლიტიკური პარტიებისთვის - საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციის ფორმები

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე ან შესაძლებელია მიიღოთ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის შემდეგი საკონტაქტო საშუალებების გამოყენებით:

ტელეფონის ნომრები: 2 43-81-53 (ცხელი ხაზი); 2 43-81-54

ელ.ფოსტა: monitoring@sao.ge