მონიტორინგის სამსახურის განცხადება

14.06.2012 04:12:00

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ტელესიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე საჭიროებს პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები.

თავის მხრივ, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას.