სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება

25.07.2012 05:15:00

2012 წლის 11 ივნისს, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, პოლიტიკური კორუფციისა და უკანონო შემოწირულობების ფაქტებზე დაჯარიმებულ იქნა ბიძინა ივანიშვილი. ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა შეადგენდა 148 650 131 ლარს. 2012 წლის 15 ივნისს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა გაანახევრა.

2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა დაფარა კანონის საფუძველზე მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 74 325 065, 65 ლარი და აღსრულების საფასური 5 202 754, 60 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს რეაგირებას ყველა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით იმისათვის, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკურ ფინანსების გამჭირვალეობასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევები.