პოლიტიკური პარტიების ტრენინგი

10.08.2012 09:25:00

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბერი გამოცხადდა. შესაბამისად, ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის და კანონიერების ეფექტური მონიტორინგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, თუმცა საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ პარტიებთან კომუნიკაცია უფრო სწრაფი და მოქნილი გახდეს. ამასთან, კანონმდებლობით საარჩევნო პერიოდისათვის სპეციფიური რეგულაციებია დადგენილი, განსხვავებულია ასევე ფინანსური ანგარიშგების წესი, ვადები და ფორმა.

>იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს გაუადვილდეთ ფინანსური დეკლარაციების შევსება და აბსოლიტურად ცხადი გახდეს დეკლარაციის თითოეული ფორმის შევსების წესი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებისთვის ატარებს ტრენინგს, სადაც განიხილება ბუღალტრულ აღრიცხვასა და პოლიტიკური პარტიების ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებული ყველა საინტერესო საკითხი.

იხ. ტელესიუჟეტები