პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება

29.04.2014 04:11:00

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების მზადებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საარჩევნო პერიოდის უკეთესად წარმართვის მიზნით, საარჩევნო თემატიკით დაინტერესებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად მომზადდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.

აღნიშნულის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში:

  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ ფონდის სახსრებიდან დააფინანსოს საარჩევნო კამპანიის ხარჯები.
  • საინიციატივო ჯგუფიც ვალდებულია გახსნას ფონდი, რისთვისაც არსებობს ორი ფორმა:
  •  შესაძლებელია ფონდი დაფუძნდეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფორმით, რა დროსაც ახალი იურიდიული პირი (ა(ა)იპ) იქნება ანგარიშვალდებული და მისი სახელით მოხდება საარჩევნო კამპანიის წარმოება და პერსონალის დაქირავება.
  • ასევე, მცირე ბრუნვიანი საინიციატივო ჯგუფებისათვის ფონდის გახსნის პროცედურების გამარტივების მიზნით, შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კამოპანიის ფონდისათვის გამოყენებულ იქნეს კანდიდატის მიერ გახსნილი ახალი საბანკო ანგარიში. ამისათვის თავად კანდიდატი ბანკში ხსნის ახალ პირად ანგარიშს, რომლის შემდგომაც საინიციატივო ჯგუფი ადგენს მიმართვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელზე, სადაც მითითებული უნდა იყოს:
  • გადაწყვეტილება კანდიდატის ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ და საბანკო რეკვიზიტები.
  • ფონდის მმართველის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ბუღალტერის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • შესაბამისი წესით რეგისტრირებული ყველა საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი, დამოუკიდებელი კანდიდატი) ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი გრაფიკით წარადგინოს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსური ანგარიში, შემდეგი გრაფიკით:
  • მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ინფორმაცია - 7 მაისს.
  • 05 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ინფორმაცია - 28 მაისს.
  • 26 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ინფორმაცია - 18 ივნისს.

ყველა დაინტერესებული პირისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები და მონიტორინგის სამსახური აცხადებს მზადყოფნას ცხელი ხაზის თუ თანამშრომლების ტელეფონის ნომრების საშუალებით, ნებისმიერი სახის კონსულტაციის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში დამატებთი ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტელეფონის ნომერი:

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური:

(995 32) 243-81-53 (ცხელი ხაზი); (995 32) 243-81-54

ელ.ფოსტა: cpu@sao.ge; info-cpu@sao.ge

ფინანსური ანგარიშის (დეკლარაციები) ფორმები განთავსებულია

ვებ.გვერდზეwww.sao.ge

ფინანსური მონიტორინგის განყოფილება =>დეკლარაციის ფორმები =>დამოუკიდებელი კანდიდატის საფინანსო დეკლარაციის ფორმები(„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანება)

მისამართი:

თბილისი, 0144, ქეთევან დედოფლის გამზ. N96 ტელ.: (99532) 243-84-38

ქუთაისი, 4600, ირაკლი აბაშიძის ქ. N22 ტელ.: (99532) 243-82-82

ბათუმი, 6000, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლი ტელ.: (99532) 243-81-97

იხ. ნიმუში