სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

22.05.2014 05:43:00

დღეს, 22 მაისს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციები.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები და ექსპერტები.