პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა

15.09.2015 05:20:00

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების Global Integrity და Sunlight Foundation მიერ შედგენილ რეიტინგში, პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით (Money, Politics and Transparency) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და გამჭირვალობის საკითხის შეფასებას, საქართველოს 79 ქულა მიანიჭა. ამ მონაცემით საქართველომ დაიმსახურა უფრო უკეთესი შეფასება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემებმა

(http://data.moneypolitics transparency.org/?o=score_desc).

შეფასება განხორციელდა 2014 წლის განმავლობაში და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები. Global Integrity ახორციელებს 4 ეტაპიან შეფასების პროცესს, რომელიც გულისხმობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტერვიუებს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებს, რის შემდგომაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება.

რეიტინგის წარმოების პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებასა და შეფასებას, რადგანაც ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის: მედია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო დაწესებულებები და სხვა. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით პოლიტიკური ფინანსების კუთხით, რომლებიც ამზადებენ სახელმძღვანელოებსაა და რეკომენდაციებს პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით.

https://data.moneypolitics transparency.org/countries/GE/

იხ. ინტერნეტ წყაროები