რეგიონული კონფერენცია თემაზე: „ ფული პოლიტიკაში“

19.02.2016 07:46:00

18-19  თებერვალს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა რეგიონულ კონფერენციას თემაზე: „ფული პოლიტიკაში“.

კონფერენციის  მიზანი  იყო  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება, ასევე არსებული ხარვეზებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით  საკითხების განხილვა.

აღსანიშნავია, რომ  კონფერენციამ  შექმნა  საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი მაგალითი და  დაეხმარა შესაბამის სტრუქტურებს დაამყაროს  საჭირო კავშირები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო  100-ზე მეტმა  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა.

რეგიონული კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან:  სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და  ნიდერლანდების ინსტიტუტი მულტიპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD).

იხ. ვიდეო