ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ანტიკორუფციული ბიუროს შიდა სტრატეგიის სამუშაო პროცესი. ყურადღება გამახვილდა მამხილებელთა დაცვის, ინტერესთა შეუთავსებლობის, კორუფციული რისკების შეფასებისა და ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა სფეროებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ნადეჟდა პლამადეალა, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის სამმართველოს (ECCD) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი; თეა ზარნაზე, ევროპის საბჭოს „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ პროექტის უფროსი ოფიცერი.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლიზა კოვაკს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო გეგმები და რეფორმები. საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროსა და USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა მამხილებელთა ინსტიტუტის გაძლიერებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსები ივანე ჩოგოვაძე და გიორგი ბაღდავაძე; დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი; მმართველობის პროგრამების მენეჯერი ლინა პანტელეევა.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ინგლისური სამართლის ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიუროს უფროსმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატსა და ძირითად მიმართულებებზე. მხარეებმა განიხილეს სასამართლო სისტემაში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის კუთხით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ მოდელებზე. როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები ჯორნ მაკენდრიკი და ანტონი მეტცერი; დიდი ბრიტანეთის Parker Russell International-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ პარკერი; სამოქალაქო საქმეთა ადვოკატი რუსლან უგრეხელიძე; ადვოკატები ჰენრი მეინვორნინგი, ალექს ჰაინესი, ბარი კულტერი,ოლივერ პაუელი, ჰენრი რიდი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი თამთა დევდარიანი; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი ივანე ჩოგოვაძე.
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა”.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა